2010 წელს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები შესწავლილ იქნა 2 პრიორიტეტული მიმართულებით:
- საქართველოს დემოგრაფიული ვითარების ყოველწლიური მონიტორინგი დემოგრაფიულ-სტატისტიკური ინფორმაციის სისტემატიზაციის და განზოგადების საფუძველზე. მიმართულების ხელმძღვანელები: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ა. სულაბერიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გ. წულაძე.
- ახალგაზრდული კულტურა საქართველოში მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში. კოორდინატორები: გ. წულაძე, გ. ლორთქიფანიძე.
2010 წელს დასრულდა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი „საქართველოს დემოგრაფიული განვითარების სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა“. საბოლოო სამეცნიერო ანგარიში. თბ., 2010. (#07-391-2-270).
2013 წელს ინსტიტუტში შესრულდა შემდეგი პროექტი
- ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული მოდერნიზაციის თავისებურებები საქართველოში (პროექტის ხელმძღვანელი: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ა. სულაბერიძე).
პროექტის ფარგლებში შესრულდა ცალკეული თემატური მეცნიერული კვლევები, კერძოდ:
- მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვედან უახლეს (დეპოპულაციურ) ტიპზე გარდამავალი პერიოდის თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები. შემსრულებლები: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ა. სულაბერიძე, მ. ხაჩატუროვა. - რეპროდუქციული ქცევის ტრანსფორმაციის თავისებურებანი ოჯახში. შემსრულებლები: ეკონომიკის დოქტორი ვ. შუშტაკაშვილი, ასისტენტ-მკვლევარი ნ. გომელაური, ასისტენტ-მკვლევარი შ. წიკლაური.
- ოჯახის ფორმირების პრობლემები. შემსრულებლები: ეკონომიკის დოქტორი ლ. მენაბდიშვილი, ეკონომიკის დოქტორი ვ. სულაბერიძე, ა. ქიტოშვილი.
- ოჯახის ტრადიციული მოდელიდან თანამედროვე მოდელზე გადასვლა. შემსრულებლები: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ე. მენაბდიშვილი, ასისტენტ-მკვლევარი ც. გვრიტიშვილი, ასოცირებული მკვლევარი, ეკონომიკის დოქტორი ნ. მენაბდიშვილი.
- თაობათაშორისი ურთიერთობები ოჯახში. შემსრულებლები: ეკონომიკის დოქტორი მ. შელია, ასისტენტ-მკვლევარი მ. ცოცანიძე.
2014 წელს ინსტიტუტში შესრულდა ორი პროექტი:
- სტუდენტთა დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ (პროექტის ხელმძღვანელი: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ა. სულაბერიძე)
- განათლების დონის გავლენა ქორწინებით ქცევაზე (ასისტენტ-მკვლევარი შ. წიკლაური).
2015 წლიდან დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი მუშაობს 5 წლიან (2015-2019 წწ.) სამეცნიერო კვლევით პროექტზე „დეპოპულაცია და ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული მოდერნიზაციის თავისებურებანი“.
- პროექტის ფარგლებში 2015 წელს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტში შესრულდა:
- მოსახლეობის უახლესი ტიპის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები (ხელმძღვანელი პროფ. ა. სულაბერიძე)
- გარე მიგრაცია საქართველოში მე-20 საუკუნის 1990-იანი წლებიდან (შემსრულებელი ასისტენტ-მკვლევარი შ. წიკლაური)
2016 წლის ეტაპზე საკვლევ თემას წარმოადგენდა თვითმოვლითი ქცევა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა. კერძოდ:
- პრობლემის ირგვლივ შემუშავდა კვლევის მეთოდოლოგიური საკითხები და ჩატარდა სოციოლოგიური გამოკვლევა;
- განხორციელდა მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მასალების ანალიზი და მომზადდა საჭირო სტატისტიკური ცხრილები. თვითმოვლითი ქცევა და მოსახლეობის დამოკიდებულება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მიმართ არც მეცნიერულ და არც ემპირიულ დონეზე შეიძლება ითქვას პრაქტიკულად არ არის შესწავლილი საქართველოში. რაც ინსტიტუტის მიერ განხორციელებული სამეცნიერო მუშაობის აქტუალობაზე და მნიშვნელობაზე მიუთითებს. თვითმოვლითი ქცევის არსის გაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი სოციალურ დემოგრაფიული პოლიტიკის ღონისძიებათა განსაზღვრისთვის;
- ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ 2016 წელს განხორციელდა სოციოლოგიური გამოკვლევა „საქართველოში მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება სოციალურ-დემოგრაფიული ქცევისა და ოჯახის პრობლემებისადმი“.
2017 წლიდან ინსტიტუტი მუშაობს თემაზე:
„დემოგრაფიული მოდერნიზაციის ძირითადი ტენდენციები და თავისებურებანი საქართველოში“ (მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის და სოციოლოგიური გამოკვლევის მასალების საფუძველზე).
შესრულდება ცალკეული სამეცნიერო თემები:
- მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის ფორმირების თავისებურებანი საქართველოში და განვითარებულ ქვეყნებში;
- დეპოპულაციის ტენდენციები მსოფლიოში და საქართველოში;
- საქართველოს მოსახლეობის რეპროდუქციული ქცევა მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის პირობებში;
- საქართველოს მოსახლეობის თვითშენახვითი ქცევა და მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობის ტენდენციები და პერსპექტივები;
- ოჯახის ტრადიციული მოდელიდან ლიბერალურ-დემოკრატიულ მოდელზე გადასვლის თავისებურებანი საქართველოში.
2020 წლიდან ინტიტუტი მუშაობს თემაზე:
- მეორე და მესამე დემოგრაფიული გადასვლით გამოწვეული დემოგრაფიული კრიზისის დაძლევის ძირითადი მიმართულებები საქართველოში 2020-2022 წწ.- პროქტის ხელმძღვანელი:ავთანდილ სულაბერიძე
- დემოგრაფიული მეცნიერების ისტორია საქართველოში − დემოგრაფიული ცოდნის დაგროვება მე-19 საუკუნის დასაწყისიდან 1960-იანი წლების ჩათვლით. 1960-1980 წწ. დემოგრაფიის როგორც მეცნიერების დარგად დაფუძნების ისტორია; 2020-2022 წწ.; პროექტის ხელმძღვანელი − პროფ. ა. სულაბერიძე
- საქართველოს სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების პრობლემები პოსტპანდემიურ
პერიოდში (2023-2027).პროექტის ხელმძღვანელი − პროფ. ა. სულაბერიძე;